უნივერსალური მიმდევრობითი სალტეები, უკაბელო ინტერფეისები
VLB სალტე წარმოადგენს მიკროპროცესორის გაფართოებას კავშირებისათვის ვიდეოკონტროლერთან და ხისტ მაგნიტურ დისკოსთან ნაბეჭდ ფირფიტებთან და ქსელურ ადაპტერთან.
PCI სალტე წარმოადგენს გაფართოებულ ინტერფეისს სხვადასხვა მოწყობილობების ჩასართავად. PCI წარმოადგენს ლოკალურ სალტეს მაგრამ იგი ასრულებს გაფართოებუის სალტის ფუნქციებს. სალტე პროცესორისაგან დამოუკიდებლად მუშაობს.
პერიფერიული სალტეები უზრუნველყოფენ კომპიუტერის გარე მოწყობილობების კავშირს შიდა ცენტრალურ მოწყობილობებთან. მიმდევრობით სალტეებში პარალელური სალტეებისაგან განსხვავებით გამოიყენება 2-3 სადენიანი შლეიფები. მიმდევრობითი სალტეები პარალელურთან შედარებით უფრო მარტივი და უფრო მოსახერხებელია, ამასთანავე უფრო სწრაფქმედი. მიმდევრობით ინტერფეისებზე პირველრიგში გადატანილი იქნა კლავიატურის მოწყობილობა და თაგვი (მაუსი), ასევე მოდემები, პრინტერები სკანერები.

მიმდევრობითი სალტეების გამოყენების ტენდენცია შეინიშნება სხვა გარე მოწყობილობებთან მიმართებაში, მათშორის დისკურ დამაგროვებლებთან მიმართებაშიც. მიმდევრობით ინტერფეისებზე USB, SATA, SAS მუშაობს კომპიუტერის გარე მოწყობილობათა უმრავლესობა, ამავდროს არის მცდელობა ამ ინტერფეისებზე გადაიყვანონ კომპიუტერის კოპერატიული მეხსიერების სისტემები.
USB მიმდევრობითი სალტე (Universal Serial Bus) პირველი და ყველაზე უფრო გავრცელებული მიმდევრობითი ინტერფეისია. უნივერსალური მიმდევრობითი სალტის გამოყენებისას შესაძლებელია გამორთვის გარეშე შევცვალოთ მოწყობილობა, ამ დროს ყველა მოწყობილობა მიერთებულია ერთ ჩამრთველზე რომელიც საშუალებას იძლევა მრავალი მოწყობილობების მიერთების (Plug&Play - ჩართე და ითამაშე). მოწყობილობების მისაერთებლად USB იყენებს ოთხგამტარიან კაბელს, ოთხი გამტარიდან ორი საჭიროა ინფორმაციის მიღება-გადაცემისათვის ხოლო ორიც მოწყობილობის ენერგოკვებისათვის.
IEEE 1394 პერსპექტიული მიმდევრობითი ინტერფეისია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპიუტერის შიდა კომპონენტების გარე მოწყობილობებთან მიერთება, იგი ცნობილია სახელით Fire Wire. ციფრული Fire Wire მიმდევრობითი სალტე ხასიათდება მაღალი საიმედოობით და მონაცემთა ხარისხიანად გადაცემით. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთს მივუერთოთ მოწყობილობათა დიდი რაოდენობა Piug&Play ტექნოლოგიით, ნებისმიერი კონფიგურაციით. აღნიშნული ტექნოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ ხისტი დისკების, CD-ROM, DVD-ROM, ციფრული ვიდეოკამერების, ვიდეომაგნიტოფონების მისაერთებლად.
SATA მიმდევრობითი ინტერფეისი რომელმაც ჩაანაცვლა პარალელური ATA ინტერფეისი ვიწრო ორსადენიანი შლეიფია. ATA პარალელური ინტერფეისი ბრტყელი 80 სადენიან შლეიფს წარმოადგენდა ხოლო მისი SATA ინტერფეისით შეცვლამ უფრო მოსახერხებელი გახადა ეს ინტერფეისი. SATA ინტერფეისს აქვს მის წინამორბედთან თავსებადობის შესაძლებლობა დიდი გამტარუნარიანობა. SATA ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია შეცდომის აღმოჩენა და გასწორება.

უკაბელო ინტერფეისებით ინფორმაციის გაცვლაა
უსადენო ინტერფეისები გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად გარკვეულ მანძილზე ღია გარემოში. უსადენო ინტერფეისები ინფორმაციას გადასცემენ არა ელექტრონული იმპულსებით არამედ რადიოსიხშირით და ინფრაწითელი გამოსხივებით. IrDA ინტერფეისი ერთერთი პირველი უსადენო ინტერფეისია, რომელიც იყენებს ინფრაწითელ გამოსხივებას. IrDA კავშირის დამყარება ხორციელდება პრინციპით *წერტილი-წერტილი* რაც აღნიშნავს, რომ კავშირის დასამყარებლად საჭიროა პირდაპირი მხედველობის არე 1 მეტრ მანძილზე.
Bluetooth ინტერფეისი ახორციელებს მონაცემთა გადაცემას რადიოსიხშირის მეშვეობით 2.5 გეგაჰერც სიხშირეზე, მოკლე მანძილზე პირდაპირი ხედვის არის გარეშე. ბლუთუზის ერთ არხზე შესაძლოა მიერთებული იქნას შვიდი მოწყობილობა. ბლუთუზი აქტიურად გამოიყენება მობილურ ტექნოლოგიებში. ფირმა intel -მა შემოიტანა ბლუთუზის შემცვლელი ინტერფეისი WUSB, რომელიც წარმოადგენს *უსადენო USB* -ს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის ჩვეულებრივი უსადენო ინტერფეისი, რომელიც იყენებს რადიოარხს კავშირისათვის. WUSB კავშირის მქონე მაუსის და კლავიატურის მიერთებისას საჭირო არ არის ოპერაციულ სისტემაში ამ მოწყობილობებისათვის დრაივერების შეცვლა.
WiFi წარმოადგენს უკაბელო ინტერფეისების ოჯახს, ამ ოჯახში შემავალი უკაბელო ინტერფეისები გამოიყენება კომპიუტერულ ქსელთან მისაერთებლად ყოველგვარი კაბელის გარეშე. მოდემი შესაძლოა გავაწევრიანოთ WiFi მოწყობილობების ოჯახში, თუმცა იგი არსებითად სხვა პრინციპზე ფუნქციონირებს, კერძოდ, მოდემი დაფუძნებულია ინფორმაციის მოდულაცია დემოდულაციის პრინციპზე და იგი კავშირის დასამყარებლად იყენებს სატელეფონო სიხშირეს.
WiFi -ს მაქსიმალური დაშორების არე ქსელთან მიერთების დროს წარმოადგენს 100 მეტრს, პირდაპირი მხედველობის არით, სიგნალის სიხშირეზე ასევე კავშირის დროს ზეგავლენას ახდენს რკინა-ბეტონის ნაგებობები. WiFi ინტერფეისთან სამუშაოდ საჭიროა კომპიუტერში ჩაიდგას WiFi ადაპტერი, უსადენო ქსელური NIC ბარათი.
WiMax ინტერფეისი შედის WiFi ინტერფეისების ოჯახში და ახორციელებს უკაბელო კავშირს კომპიუტერულ ქსელებთან დიდი ქალაქებისა და რეგიონების მასშტაბით, მას ხშირად უწოდებენ Wireless MAN სტანდარტსაც. ეს ინტერფეისი სტრუქტურით მსგავსია ფიჭური მობილური კავშირისა, კერძოდი WiMax -ს მუშაობისათვის ესაჭიროება ბაზური სადგურები, თუმცაღა ამ სტანდარტის კავშირებისათის მაღალი ანძები არ არის საჭირო.

No comments:
Post a Comment