ექსპლუატაციის წესები
- კარტრიჯი დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ უშუალოდ გამოყენების წინ. ლაზერული პრინტერის კარტრიჯები შეფუთულია სპეციალურ ნესტგამძლე და სინათლის გაუმტარ პარკებში. დაბეჭდილ პაკეტში მოთავსებული კარტრიჯის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 2-2,5 წელი (აღნიშნული ვადა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კარტრიჯი ინახება მშრალ (50% +/- 10%) და ბნელ გარემოში, სითბოს წყაროსგან მოშორებით), მაშინ როდესაც გახსნილ პაკეტში შენახული კარტრიჯის გამოყენების ვადა მცირდება 6 თვემდე;
- კარტრიჯის ფოტომგრძნობიარე ლილვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად კარტრიჯს არ უნდა ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები ხანგძლივი დროის განმავლობაში (არაუმეტეს 2 წუთისა). პრინტერიდან ან პაკეტიდან ამოღებულ კარტრიჯს ყოველთვის გადააფარეთ ქაღალდი, ნაჭერი ან შეინახეთ საკუთარ პაკეტში;
- არასოდეს იხმაროთ ისეთი სისქის ქაღალდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული პრინტერის სფეციფიკაციებში. ძალზე თხელი ან ძალზე სქელი ქაღალდის გამოყენება შეიძლება გახდეს ძვირადღირებული რემონტის მიზეზი;
- გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ქაღალდი. იაფი ქაღალდის სითეთრის კოეფიციენტი შედარებით დაბალია და ნაბეჭდი არ იქნება მკვეთრი, ხოლო მტვრიანობის დიდი კოეფიცინეტი გამოიწვევს კარტრიჯის დეტალების დროზე ადრე მწყობრიდან გამოსვლას და შესაბამისად კარტრიჯის შემდგომი აღდგენა გათვალისწინებულზე ძვირი შეიძლება დაჯდეს;
- არ გამოიყენოთ ისეთი ფირები (პლასტიკატის, გამჭვირვალე, საპრეზენტაციო და ა.შ.), რომლებიც არ არის განკუთვნილი ლაზერული პრინტერისთვის. ყიდვისას აუცილებლად დაუკვირდით ეტიკეტს, სადაც აღნიშნული უნდა იყოს რომ აღნიშნული ფირი შესაძლებელია გამოიყენოთ ლაზერული პრინტერით ბეჭდვისას, რამეთუ ლაზერული პრინტერში ტონერის დამაგრებისას ღუმელის ტემპერატურა მრავალჯერ აღემატება ჭავლური პრინტერისას. შესაბამისად არასათანადო ფირის გამოყენების შემთხვევაში ღუმელში გავლისას იგი შეიძლება დადნეს და დააზიანოს როგორც ღუმელი ასევე თერმოფირი, რომელთა რემონტის თანხა ზოგჯერ თავად პრინტერის ღირებულებას აჭარბებს. აღნიშნული ასევე ეხება ფოტოქაღალდსაც;
- არასოდეს დაბეჭდოთ სკრეპიან ან სტეპლერით შეკრულ ქაღალდზე. ეს აუცილებლად გამოიწვევს როგორც კარტრიჯის, ასევე პრინტერის დეტალების დაზიანებას;
- ყოველთვის დაიცავით პრინტერის ბეჭდვის მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული დღიური თუ თვიური ნორმები. აღნიშნული ნორმების დაუცველობა იწვევს პრინტერის გადახურებას და ძირითადი დეტალების დროზე ადრე მწყობრიდან გამოსვლას, ეს კი ძვირადღირებული რემონტის მიზეზი შეიძლება გახდეს;
- მცირე სიმძლავრისა და იაფფასიან პრინტერებზე არ შეიძლება ერთდროულად დიდი რაოდენობის ეგზემპლარის დაბეჭდვა, ყოველთვის ეცადეთ დასაბეჭდად გაუშვათ არა უმეტეს 50 ეგზემპლარისა, ხოლო შემდგომ კი აცალოთ პრინტერს გაციება 5-10 წუთი. გადახურება იწვევს პრინტერის თერმოფირის დეფორმაციას. თერმოფირის ფასი და მისი გამოცვლის ღირებულება კი შეიძლება პრინტერის ღირებულის 60-70%-საც კი უდრიდეს;
- პრინტერში გაჭედილი ქაღალდის ამოღებისას ქაღალდი ამოიღეთ ფრთხილად, არასოდეს გამოიყენოთ მჭრელი და წვეტიანი ნივთები, ასევე ეცადეთ არ გახიოთ ქაღალდი, რადგან პატარა ნაჭერის დარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ბეჭდვის შეცდომა ან არაკორექტული ბეჭდვა;
- არასოდეს შეყოთ პრნტერის ღუმელში ხელი ახალდაბეჭდილზე ან როდესაც იგი ჩართულია, აუცილებლად აცალეთ მას გაციება, რადგან ღუმელის მაღალმა ტემპერატურამ (180-2200C)შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა;
- არასოდეს შეართოთ პრინტერი უწყვეტი კვების ბლოკში, თუკი ეს არ არის გათვალისწინებული უწყვეტი კვების ბლოკის მწარმოებლის მიერ. გახურებისას და ბეჭდვისას პრინტერი მოითხოვს დიდ სიმძლავრეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უწყვეტი კვების ბლოკის მწყობრიდან გამოსვლა;
- არასოდეს გადაიტანოთ კარტრიჯები შემდგომი აღდგენისათვის ერთად ჩაყრილი პარკში ან სხვა არამყარ შეფუთვაში. ყოველთვის ეცადეთ გადასატანად გამოიყენოთ კარტრიჯის საკუთარი ყუთები ან ყუთების არარსებობის შემთხვევაში ჩაალაგოთ ისე რომ ტრანსპორტირებისას ისინი არ ეხებოდნენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილოთ დრამის მექანიკური დაზიანება.
No comments:
Post a Comment