სისტემური ნაბეჭდი ფირფიტა Motherboard, სისტემური სალტე FSB
Front Side Bus (FSB) სისტემური სალტე უზრუნველყოფს ცენტრალური პროცესორის კავშირს სისტემური ბლოკის შიდა მოწყობილობებთად. მიკროპროცესორი Front Side Bus (FSB) სალტის საშუალებით უკავშირდება სისტემურ კონტროლერს, რომელსაც ჩრდილოეთ ხიდს უწოდებენ (Northbridge). სისტემური ნაბეჭდი პლატა, აიგივე დედაპლატა (მაზერბორდი motherboard) წარმოადგენს რთულ მიკროსქემას, რომელიც გამოთვლითი სისტემის ძირითადი მოწყობილობაა
![]() |
სიტემურ პლატაზე ჩამაგრებულია სხვადასხვა მიკროსქემები, შემტანა-გამოტანის უზრუნველყოფის მოწყობილობები, კონტროლერები, ცენტრალური პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, ვიდეოდაფა, ხმოვანი დაფა.
სისტემური დედაპლატა, გაგრილების სისტემა და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობები ერთად ქმნიან სისტემურ ბლოკს, ეგრეთწოდებულ ქეისს. სისტემურ ბლოკს ასევე ხშირად მოიხსენიებენ როგორც პროცესორს რაც თავისთავად სწორი დასახელება არაა, რადგანაც პროცესორი სისტემური ბლოკის ერთერთი ნაწილია. სისტემური პლატების წარმოებაში დღესდღეობით ლიდერობს კომპანია აუსუსი (asus)
სისტემური სალტე FSB
Front Side Bus (FSB) სისტემური სალტე უზრუნველყოფს ცენტრალური პროცესორის კავშირს სისტემური ბლოკის შიდა მოწყობილობებთად. მიკროპროცესორი Front Side Bus (FSB) სალტის საშუალებით უკავშირდება სისტემურ კონტროლერს, რომელსაც ჩრდილოეთ ხიდს უწოდებენ (Northbridge). სისტემური კონტროლერი თავისმხრივ შეიცავს ოპერატიული მეხსიერების კონტროლერს (ზოგიერთ კომპიუტერში ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი ჩაშენებულია ცენტრალურ პროცესორში). ჩრდილოეთის ხიდს ასევე კავშირი აქვს პერიფერიულ მოწყობილობებთან. შეიძლება ითქვას, რომ FSB სალტე წარმოადგენსპერსონალური კომპიუტერის ცენტრალურ მაგისტრალს პროცესორსა და ჩიპსეტს შორის. თავად ჩიპსეტი წარმოადგენს მიკროსქემების ჯგუფს, რომლებიც დაპროექტებულია სხვადასხვა სახის ფუნქციების შესასრულებლად. FSB სალტეს სხვადასხვა ტიპის პროცესორების შესაბამისად სხვადასხვაგვარი სიხშირე გააჩნია. FSB სალტეს ასევე განასხვავებენ ტიპების მიხედვით (GTL+, AGTL+, QPB). მაგალითისათვის Pentium 2 -ის FSB სალტის სიხშირეა 66 დან 100 მეგაჰერცამდე, Pentium 4 -ის 100 დან 200 მეგაჰერცამდე, Intel Core 2 -ის 200 დან 400 მეგაჰერცამდე, AMD K8 -ის 1600 დან 2000 მეგაჰერცამდე. FSB სალტის გამტარუნარიანობაზე კომპიუტერის წარმადობაა დამოკიდებული. FSB სალტე შესაბამისობაში უნდა მოდიოედეს პროცესორთან. პროცესორის სიხშირესთან შეუსაბემო დიდი სიხშირის მქონე FSB სალტე ვერ გაზრდის კომპიუტერის წარმადობას.
No comments:
Post a Comment