ზოგადად პერსონალური კომპიუტერების აგებულების შესახებ
კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებას საფუძვლად უდევს კიბერნეტიკის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციაზე და მის მართვაზე. კიბერნეტიკის თანახმად სამყარო შესდგება მატერიისაგან, ენერგიისაგან და ინფორმაციისაგან. თავად ინფორმაცია შეტყობინებას ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა სახით შეიძლება მივიღოთ და გადავცეთ. მიღება-გადაცემის პროცესში შესაძლებელია ინფორმაციის კოდირება-დეკოდირების უამრავი მეთოდის გამოყენება, ისე რომ, ინფორმაციის სემანტიკური ზომა, ანუ მისი შინაარსობრივი დატვირთვა არ შეიცვალოს.
ინფორმატიკა გაცილებით უფრო დიდი მეცნიერებაა ვიდრე კომპიუტერული სფერო, რადგან ინფორმატიკა თავის თავში მოიცავს ამ სფეროს. კომპიუტერული ტექნოლოგიების *მთავარი მამოძრავებელი ძალა* არის ინფორმაცია. როგორც წინა განმარტებაში ავღნიშნეთ ინფორმაციის მიღება და გადაცემა ხორციელდება სხვადასხვაგვარად, კერძოდ, ინფორმაცია შეიძლება ამოვიკითხოთ წიგნებიდან, სადაც ეს უკანასკნელი ასონიშნების და ციფრების სახით არის წარმოდგენილი. წიგნის მაგალითზე შეიძლება ადვილად ჩავწვდეთ კოდირება-დეკოდირების რაობას. ფურცელზე დაწერილი რაიმე სახის ინფორმაცია კოდირებულადაა წარმოდგენილი, ანუ ჩაწერილია სპეციალური მიმდევრობით, ამ შემთხვევაში ციფრების და ასონიშნების მიმდევრობით, ჩვენ ვკითხოლობთ ამ კოდირებულ ჩანაწერს და ვიღებთ სუფთა ინფორმაციას, დეკოდირების პროცესი ხორციელდება ჩვენი ტვინის საშუალებით, რომელსაც უკვე ათვისებული აქვს წერა-კითხვა. კომპიუტერში კოდირება-დეკოდირების პროცესი ხორციელდება კომპიუტერული სისტემის საშუალებით, რომელსაც ჰქმნის სპეციალური აპარატურული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპიუტერის ძირითად ათვლის სისტემას წარმოადგენს ორობითი თვლის სისტემა. ორობითი თვლის სისტემის გამოყენების დროს კომპიუტერები ინფორმაციის კოდირება-დეკოდირებას ახდენენ თვლის ორობით სისტემაში, სდაც გამოიყენება მხოლოდ ორი ციფრი, ნული და ერთი.
კომპიუტერის სტრუქტურა ეფუძნება შემდეგ აპარატურულ მოწყობილობებს: ცენტრალური პროცესორი ანუ არითმეტიკულ-ლოგიკური მოწყობილობა, ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა, მართვის ბლოკის შემტანი და გამომტანი მოწყობილობა, მუდმივი მეხსიერება, სისტემურად ნაბეჭდი პლატა. პერსონალური კომპიუტერის *ტვინს* წარმოადგენს ცენტრალური პროცესორი. მიკროპროცესორების კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ თანრიგიანობის და სწრაფქმედობის მიხედვით. თანრიგიანობის მიხედვით არსებობენ 16, 32, 64, 128 თანრიგიანი პროცესორები, ხოლო სწრაფქმედობა იზომება მეგაჰერცებში (ტაქტიკური სიხშირე). 1 მეგაჰერცი ტოლია 1 წამში მილიონი ტაქტისა. პროცესორის დანიშნულებაა ინფორმაციის დამუშავება და არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება, ხოლო მის სამუშაო არეს წარმოადგენს ოპერატიული მეხსიერება, სადაც ინახება მონაცემები და პროგრამები. ოპერატიული მეხსიერება თავის მხრივ ხასიათდება დამახსოვრების ტიპით, მეხსიერების რაოდენობით და სწრაფქმედობით. მუდმივი მეხსიერებისაგან განსხვავებით ოპერატიულ მეხსიერებაში ჩაწერილი ყველანაირი ინფორმაცია დროებითია და ინახება მანამდე სანამ პროგრამა მუშაობს. კომპიუტერის გამორთვისას ოპერატიული მეხსიერება ცარიელდება და მომდევნო ჩართვისას ივსება თავიდან. მართვის ბლოკი უზრუნველყოფს კომპიუტერის ყველა კვანძის სინქრონულ მუშაობას. მუდმივი დამმახსდოვრებელი სისტემა ხასიათდება დამახსოვრების ტიპით, მატარებლის ტიპით, მეხსიერების რაოდენობით, სწრაფქმედობით. კომპიუტერის მუდმივ დამმახსოვრებელზე, მყარ დისკზე ინახება სხვადასხვა სახის ფაილები. მუდმივ მეხსიერებაში ჩაწერილი ესა თუ ის პროგრამა ჩართვისთანავე *გადადის* ოპერატიულ მეხსიერებაში, რომელიც ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე მუდმივი დამახსოვრების მოწყობილობა.
შემტანი მოწყობილობა უზრუნველყოფს კომპიუტერში ინფორმაციის შეტანას, მისი წყალობით ხორციელდება კომპიუტერთან მომხმარებლის დიალოგურ რეჟიმში ფუნქციონირება. შემტანი მოწყობილობაა კლავიატურა, რომელიც ორი სახის არსებობს ძირითადად 83 კლავიშიანი XT და 101 კლავიშიანი AT ასევე არსებობს 104 კლავიშიანი გაფართოებული კლავიატურა. ასევე შემტანი მოწყობილობაა თაგვი (მაუსი). ინფორმაციის გამომტანი მოწყობილობა უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოტანას. გამომტანი მოწყობილობაა პრინტერი, რომელიც კომპიუტერის ძირითადი აქსესუარია. მონიტორზე ინფორმაციის გამოტანა და დამახსოვრება ხორციელდება ვიდეომოწყობილობის საშუალებით, რომელსაც თავის დამახსოვრების არეალი გააჩნია. თანამედროვე კომპიუტერები სრულად აღჭურვილნი არიან მულტიმედიური საშუალებებით, ასევე გააჩნიათ სხვადასხვა სახის პერიფერიული მოწყობილობების მიერთების მხარდაჭერა.
No comments:
Post a Comment