პერსონალური კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები

კომპიუტერის პერიფერიულ მოწყობილობებს წარმოადგენენ: კლავიატურა, მაუსი, მოდემი, პრინტერი, სკანერი, ასევე სხვადასხვა სახის მოწყობილობები რომლებიც მიერთებულია კომპიუტერთან. პერიფერიული მოწყობილობები კომპიუტერთან უმეტესწილად მიერთებულნი არიან USB სალტით.
კლავიატურა არის კომპიუტერიში ინფორმაციის შეტანის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ახორციელებს დიალოგს ოპერაციულ სისტემასთან. კლავიატურა ძირითადად გვხვდება ორი სახის: 83 კლავიშიანი XT და 101 კლავიშიანი AT კლავიატურა, ასევე არსებობს 104 კლავიშიანი გაფართოებული კლავიატურა. ნოუთბუქებსა და სხვა პორტატულ მოწყობილობებში კლავიატურა ჩამაგრებულია თავად მოწყობილობის კონსტრუქციაში. თანამედროვე სენსორულ მონიტორებზე გამოიყენებენ ვირტუალურ კლავიატურას, რომელიც ოპერაციულ სისტემაშია ჩაწერილი პროგრამის სახით. კლავიატურაზე შუქს ანთებენ ღილაკები Caps Lock, Num Lock, Scroll Lock. კლავიატურაზე დატანილი სიმბოლოები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ანბანის სიმბოლიკების და რიცხვების პანელი, მოდიფიკატორები (Shift, Ctrl, Caps Lock, Alt და AltGr), ფუნქციონალური კლავიშები (F1 ღილაკიდან F12 ღილაკამდე), მულტიმედიური პანელი (გააჩნიათ მულტიმედიურ კლავიატურებს). ქართული კლავიატურის გამოყენების დროს ანბანის სიმბოლიკების *ღ, თ, შ, ჩ, ჭ* დასაწერად საჭიროა კლავიატურაზე შიფტის გამოყენება, ასევე ქართული შრიფტის შესანახად საჭიროა იუნიკოდის (UTF-8) რეჟიმის გამოყენება სტანდარტული ASCII (American Standard Code for Information Interchange) კოდირების რეჟიმის ნაცვლად. კლავიატურის ღილაკზე თითის დაჭერისას აქტიურდება შესაბამისი მატრიცული ნომერი, კერძოდ კლავიატურის სტრიქონების და სვეტის გადაკვეთის ნომერი, ეს ნომერი გადაეცემა შიდა კონტროლერს, რომელიც ახდენს დაჭერილი კლავიშის სკან-კოდის ფორმირებას, რომელიც შემდეგ ინტერფეისული არხით გადაეცემა კლავიატურის კონტროლერს, ამ დროს პროცესორსგადაეცემა შესაბამისი ბრძანებები, რომელიც ატყობინებს ოპერაციულ სისტემას, რომ დაჭერილია კლავიშზე და საჭიროა ამ მოქმედების შესაბამისი შედეგის გამოტანა.
მაუსი და სხვა მოწყობილობები

თაგვი, მაუსი წარმოადგენს ინფორმაციის შეტანის მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ახორციელებს ოპერაციულ სისტემასთან დიალოგს. თაგვი მარცხენა კლავიში ამორჩევისათვის გამოიყენება, ხოლო მარჯვენა კლავიშს (პოპ-აპი) უმეტეს შემთხვევებში გამოაქვს ობიექტის კონტექსტური მენიუ. მარცხენა და მარჯვენა კლავიშს შორის განთავსებული მრგვალი ბურთულა გამოიყენება დოკუმენტების (ობიექტების) ვებგვერდების ჩამოსაფურცლად. ცაციებისათვის შესაძლებელია თაგვის ღიალკების პროგრამულად გადანაცვლება სპეციალური უტილიტების საშუალებით. მაუსის კურსის ცვლილებისას მონიტორზე გამოსახული კურსორი იცვლის მდგომარეობას მოძრაობის ვექტორის შესაბამისად. ნოუთბუქებზე მაუსის ნაცვლად იყენებენ ტრეკბოლს, რომელსაც ზუსტად იგივე ფუნქცია აკისრია რაც მაუსს. არსებობს როგორც კაბელით მიერთებული USB მაუსი, ასევე უკაბელო WUSB მაუსი. კომპიუტერის ძირითადი გამომტანი მოწყობილობაა პრინტერი. პრინტერი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის ამოსაბეჭდად. პრინტერები მათი მუშაობის პრინციპით და არქიტექტურით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პრინტერები ახორციელებენ როგორც შავთეთრ ასევე ფერადი სახით ბეჭვდვას.
სკანერი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ელექტრონული ასლების გადაღება დოკუმენტებიდან. სკანერი ისევე როგორც პრინტერი კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობაა, ისინი წარმოადგენენ შეტანა-გამოტანის ჯგუფის მოწყობილობებს ისევე როგორც კლავიატურა და მაუსი. კომპიუტერის გარე მოწყობილობებს ასევე მიეკუთვნება დისკები, დისკეტები, ფლეშ დამაგროვებლები, გარე ვინჩესტერები.

No comments:

Post a Comment